4 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ხუთშაბათს, 4 ივნისს კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია გუშინდელ დღესთან შედარებით გაუმჯობესდა.

    Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების უმრავლესობამ კურსის ზრდის ტენდენცია აჩვენა.

    რაც შეეხება უშუალოდ კრიპტოვალუტებს:

    ბიტკოინმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 2%-ით მოიმატა. ამ ეტაპისთვის, კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით, 9.811 დოლარს შეადგენს.

    უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა კურსის ვარდნის ტენდენცია ივნისის დასაწყისში ზრდისკენ შეცვალა და კურსი 9.000 დოლარზე შეჩერდა.

    ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 65%-ს შეადგენს.

    აღსანიშნავია ეთერიუმის ფასის მომატებაც. ალტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის ერთი პროცენტით გაიზარდა. ფასმა კი 244 აშშ დოლარი შეადგინა.

    4 ივნისის Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ჯერჯერობით ისევ 300 მილიარდის ქვემოთ არის ჩამოსული, კონკრეტულად კი კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 277.571.556.753 დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *