ანალიტიკოსები: ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს

0
1713

ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ბიტკოინს აქვს ზრდის ტენდენციის შესაძლებლობა. სამიზნე ფასი კი 12.000 დოლარია.

თუმცაღა, ბოლო ორი დღეა ბიტკოინის კურსი მცირე რყევებს განიცდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტის ფასი 11.000 დოლარის ნიშნულს არ ჩამოსცდენია.

ბიტკოინის სტაბილურად ზრდის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტა 11.900 დოლარის დონეს დასძლევს.

6 აგვისტოს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 11.749 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 11.902 დოლარი იყო. ფასის ყველაზე დაბალი დონე კი 11.598 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი ვაჭრობა 11.779 დოლარზე დაიხურა.

ამჟამად ბიტკოინის კურსი 11.826 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1000%-ით გაიზრდება.

Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ მორდჰედიმ კი აღნიშნა, რომ 2021 წელს ბიტკოინის კურსი 500.000 დოლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი