11 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა შეინიშნებოდა.

    ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-ით დაიკლო და საბოლოოდ კრიპტოვალუტის ღირებულებამ 6.309 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი კვირის განმავლობაში 6.670 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

    თუმცა, კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსის დანაკარგი 3.5%-ს შეადგენს, ხოლო თვის განმავლობაში ფასის ზრდის მაჩვენებელი 0.3%-ია.

    რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის მდგომარეობა გუშინ კიდევ უფრო გაუარესდა. ეთერიუმის კურსმა დღის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით იზარალა და ფასი საბოლოოდ 202 დოლარზე შეჩერდა.

    ამასთანავე უნდა აღინიშონს, რომ ეთერიუმის კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში ზრდის ტენდენციას აჩვენებდა და ფასი 230 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

    კვირის განმავლობაში ალტკოინის კურსი 8.3%-ით არის შემცირებული, ხოლო თვის მანძილზე კრიპტოვალუტის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 9.5-ს შეადგენს.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 202.35 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *