9 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    სამშაბათს, 9 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

    ბიტკოინის კურსმა სულ რაღაც 0.3%-ით დაიკლო და საბოლოოდ ფასი 6.627 დოლარზე დაფიქსირდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ბაზრები კვლავაც მერყეობს, ბიტკოინის ფასი კვირის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული, ხოლო ბოლო 30 დღის განმავლობაში კურსს 5%-იანი მოგება აქვს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკონის კურსი კვლავ 226-სა და 231 დოლარს შორის მერყეობს. ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1%-ით არის შემცირებული. გუშინ, დღის ბოლოს კრიპტოვალუტის კურსი 227 დოლარზე დაფიქსირდა, რაც ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით 3%-იან მოგებას წარმოადგენს.

    შეგახსენებეთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 219 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 218-სა და 221 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *