25 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    სამშაბათს, 25 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი კლებას განიცდიდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმმა უკვე დაიბრუნა თავისი რეიტინგი გუშინ, კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი 10.4%-ით შემცირდა და საბოლოოდ 209 დოლარზე დაფიქსირდა.

    ეთერიუმის ღირებულება 22 სექტემბერს 250 დოლარამდე მერყეობდა. თუმცა, ფასის კლება ნელ-ნელა დაიწყო და 25 სექტემბრისთვის ეთერიუმის კურსი 210-სა და 220 დოლარს შორის მოექცა.

    უნდა აღინიშნოს, რომ 25 სექტემბერს ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 21.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    კვირის განმავლოვაში კრიპტოვალუტის მოგება 6.9%-ია, ხოლო ეთერიუმის თვიური დანაკარგი დაახლოებით 25.2%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება ბიტკოინს: ბიტკოინს სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად აქვს დანაკარგები, თუმცა არა საგანგაშო. 24 საათის განმავლოვლობაში ბიტკოინის კურსმა დაახლოებით 2.6% დაკარგა და ფასი 6.426 დოლარამდე ჩამოვიდა.

    ამასთანავე, კვირის განმავლობაში ბიტკოინის მოგება თითქმის 3%-ს შეადგენდა, ხოლო თვის მანძილზე დანაკარგი კი 4%-ზე მეტი იყო.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 207.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *