ანალიტიკოსები: მონეროს ფასი შესაძლოა, 122 დოლარამდე გაიზარდოს

0
1706

ანონიმურობაზე ორიენტირებული მონეროს კურსი გუშინდელთან შედარებით გაზრდილია. გუშინ, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 109 დოლარზე გაიხსნა, რომელიც აგრეთვე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ხოლო, რაც შეეხება ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ის 116 დოლარი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ნიშნულზე დაიხურა ვაჭრობაც.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მონეროს კურსი ძალიან არასტაბილური იყო და ანალიტიკოსები დადებით პროგნოზებს ვერ აკეთებდნენ.

არსებობს იმის ალბათობაც, რომ კრიპტოვალუტის კურსის შემცირებისას ფასის მაჩვენებელმა 76-სა და 95 დოლარს შორის იმოძრაოს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მონერო ფასის ზრდას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ მისი კურსი 122 დოლარამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება IOTA-ს: სექტემბრის დასაწყისიდან კრიპტოვალუტა 0.50-სა და 0.62 დოლარს შორის მერყეობდა.

20 სექტემბერს IOTA-ზე ვაჭრობა 0.53 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.58-ს, ხოლო ყველაზე დაბალი ნიშნული 0.53-ს შეადგენდა. ხოლო, გუშინ, IOTA-ზე ვაჭრობა 0.57 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ღირებულება შემცირდა და ის 0.45-დან 0.40 დოლარს შორის იმერყევებს. ანალიტიკოსები ამ დროს ინვესტიციების განხორციელებას არ რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი