კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1236

ამ კვირაში კრიპტოვალუტების ბაზარმა ნელ-ნელა ზრდა დაიწყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეთერიუმის კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა. უფრო კონკრეტულად, კი კრიპტოვალუტის ფასი 200 დოლარის ნიშნულს ასცდა.

ბიტკოინი

ამ კვირას ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზი ბიტკოინის შესახებ არ გამართლდა. კრიპტოვალუტამ 6.300 დოლარის დონე შეინარჩუნა და ამჟამადაც, სვლას 6.500 დოლარისკენ განაგრძობს.

მთავარია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 6.200 დოლარის ზღვარს არ ჩამოსცდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ეს მაინც მოხდება მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასმა 5.450-სა და 5.000 დოლარს შორის იმოძრაოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ჯერჯერობით პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ეთერიუმი

კვირის განმავლობაში ექსპერტების პროგნოზი ეთერიუმთან დაკავშირებით ასე გამოიყურებოდა: მოსალოდნელი იყო, რომ კრიპტოვალუტის კურსს 127-დან 224 დოლარის ფარგლებში ემოძრავა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმმა მართლაც მოახერხა ფასის ზრდა და 220 დოლარის ნიშნულის შენარჩუნება.

თუმცა, ფასის ვარდნის შემთხვევაში ეთერიუმის ფასი 167-სა და 136 დოლარს შორის იმერყევებს.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ჯერ ფასის მატებას და შემდეგ ხანგრძლივი პოზიციების დაფიქსირებას ელოდებიან.

რიპლი

რიპლის კურსი 0.27 დოლარზე შენარჩუნდა. იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი დაეცემა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი ჯერ 0.24-ზე, შემდეგ კი 0.20 დოლარის დონემდე შემცირდეს.

თუმცა ანალიტიკოსები პოზიტიურად არიან განწყობილნი და რიპლის ფასის კლებას ნაკლებად ვარაუდობენ. მიუხედავად ამისა, ტრედერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით ბიტკოინ Cash-ის კურსმა ყველაზე ნაკლებად განიცადა ზრდა. კრიპტოვალუტის ფასი კვლავ 450 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

კრიპტოვალუტის კურსი იმ შემთხვევაში მიიჩნევა გაზრდილად, თუკი ბიტკოინ Cash-ის კურსი 475 დოლარს მიაღწევს.

თუმცა, ანალიტიკოსები ტრეიდერებს აფრთხილებენ, რომ კრიპტოვალუტის ფასი შეასაძლოა, შემცირდეს. რის შედეგადაც მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსმა 300-დან 282 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ ფასის გაუმჯობესებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ამ ეტაპზე ლაიტკოინის ფასი 55-სა და 60 დოლარს შორის მერყეობს. მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო ზრდაც, თუმცა ექპერტები ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ ამ კვირაში ლაიტკოინის კურსი მერყევი იქნება.

მოსალოდნელია კურსიც შემცირებაც. იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის ფასმა დაიკლო კრიპტოვალუტა ჯერ 47-ზე, ხოლო შემდეგ 40 დოლარის დონემდე დაეშვება.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის კურსის მყარ ზრდას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი