14 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ხუთშაბათს, 13 სექტემბერს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 12 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვირიანი წარუმატებელი ვაჭრობის შემდეგ ეთერიუმის კურსმა ზრდა დაიწყო. გუშინ კრიპტოვალუტის ღირებულებამ 18%-ით მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმის კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა და საბოლოოდ, 207 დოლარის ნიშნული დაიკავა.

    კვირის განმავლობაში ეთერიუმის მოგება 9%-ს შეადგენს, ხოლო დანაკარგი ჯერ კიდევ მაღალია და ის დაახლობით 35%-ია.

    კურსის ზრდა განიცადა ბიტკოინმაც. კრიპტოვალუტის ფასმა 6.500 დოლარს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 3.17%-ით გაიზარდა.

    რაც შეეხება დანაკარგებს: ბიტკოინმა კვირის განმავლობაში 3% დაკარგა, ხოლო თვის განმავლობაში 2.76%-ის მოგება დაფიქსირდა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 13 სექტემბრის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 201 მილიარდი დოლარი შედგინა. ეს ნიშნავს, რომ კაპიტალიზაცია 6%-ით ანუ 12 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *