კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
478

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა.

ბიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 8.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს კვლავ უჭირთ პოზიტიური პროგნოზის გაკეთება. თუკი კრიპტოვალუტის კურსი დაიკლებს, მოსალოდნელი დონე 7.337 დოლარი იქნება. თუმცა, თუ ციფრული ვალუტა ამ დონეს კიდევ ჩამოსცდება შესაძლოა, ფასი 6.400 დოლარამდეც შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი ზრდას მოახერხებს მოსალოდნელი დონე 9.080 დოლარი იქნება.

ამჟამად, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას არ ურჩევენ.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი 175 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუ კრიპტოვალუტის ფასი შემცირდება მოსალოდნელი დონეებია ჯერ 163 შემდეგ კი, 151.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინმა ფასის ზრდა მოახერხა შესაძლოა, კურსი 203 დოლარამდე გაიზარდოს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

რიპლი

ბოლო სამი დღის განმავლობაში რიპლის კურსი 0.25 დოლარს ზემოთ მოძრაობს, რაც თავისთავად პოზიტიური ნიშანია.

თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი დონე 0.34 დოლარია. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდება შესაძლოა, კურსი 0.22 დოლარამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რიპლის ფასის გაუმჯობესებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ინვესტიცია.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 220-სა და 236 დოლარს შორის მერყეობს.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი შემცირდება მოსალოდნელი დონე 166 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები პოზიტიური პროგნოზისგან თავს იკავებენ. ტრეიდერებს კი პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი 58 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი დონე 80 დოლარი იქნება. ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში შესაძლოა, კურსი 106 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

მეორე მხრივ, თუ ლაიტკოინის კურსი დაეცემა კრიპტოვალუტა 50 დოლარის ნიშნულზე აღმოჩნდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასის ზრდას და დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი