კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1106

წინა კვირას ციფრული ვალუტის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

ბიტკოინი

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ოდნავ შემცირდა. თუმცა ეს მნიშვნელოვან დანაკარგს არ წარმოადგენს. ანალიტიკოსები კვლავ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ ციფრული ვალუტის ფასი 12.304 დოლარამდე გაიზარდოს.

ეს ნიშნული არის ერთგვარი ზღვარი. თუკი ბიტკოინი ამ ზღვარს გადალახავს მომდევნო დონეები 13.156 და 13.973 დოლარი იქნება.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს აქტიურად ვაჭრობას ურჩევენ. თუმცა ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 9.080 დოლარი იქნება. ეს ის ნიშნულია, რომლის დაკავების დროსაც ანალიტიკოსები ვაჭრობის შეწყვეტას რეკომენდირებენ.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასი კვლავ 200 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუკი ალტკოინის ფასი გაიზრდება მომდევნო ნიშნული 235 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კურსის ზრდის შემთხვევაში ეთერიუმი ამ პოზიციას ხანგრძლივად შეინარუნებს.

მეორე მხრივ, თუ ფასი დაეცა სავარაუდო დონე 192 დოლარი იქნება. თუკი ეთერიუმის კურსი კიდევ უფრო დაეცემა შესაძლოა, ფასი 150 დოლარზეც კი აღმოჩნდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ეთერიუმის კურსი ხანგრძლივად შეინარჩუნებს გაუმჯობესებულ პოზიციას.

რიპლი

10 აგვისტოს რიპლი ცდილობდა 0.28 დოლარის ნიშნული შეენარჩუნებინა, რაც წარმატებით გამოუვიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 0.28 დოლარი არის ზღვარი. როგორც კი ალტკოინი ამ ნიშნულს ჩამოსცდება ფასის კლება გარდაუვალია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შესაძლოა, რიპლის კურსი 0.19 დოლარის დონეზე დაეშვას.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ალტკოინმა ფასის მომატება შესძლო სავარაუდო დონე 0.45 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, როგორც კი რიპლის კურსი ამ ნიშნულზე დაფიქსირდება მაშინ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ფასი შესაძლოა, 345 დოლარამდე გაიზარდოს. ეს არის პოზიცია, რომლის დაკავების შემთხვევაში ექსპერტები ვაჭრობას რეკომენდირებენ.

345 დოლარი არის ზღვარი. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს მოსალოდნელი დონე ჯერ 357 შემდეგ კი, 428 დოლარი იქნება. ამ ეტაპების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსი 500 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

თუმცა, თუკი ალტკოინის ფასი შემცირდა და 300 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდა მოსალოდნელი დონე 166 დოლარიც კი შეიძლება იყოს.

ლაიტკოინი

კვირის განმავლობაში ლაიტკოინის ფასი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუკი ფასი დაეცა მოსალოდნელი დონე 76 დოლარი იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტები ფასის ზრდის შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ლაიტკოინი 100 დოლარის ნიშნულს დასძლევს. თუკი ეს მოხდა მოსალოდნელი დონე 140 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ ტრეიდერებს, როდესაც ლაიტკოინის კურსი დასტაბილურდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი