6 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
572

შაბათს, 6 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3%-ით გაიზარდა და ფასმა 11.486 დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა კვირის განმავლობაში 7.58%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ამჟამად, ალტკოინის კაპიტალიზაცია 31.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი მხოლოდ 16.8 მილიარდი დოლარია.

Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 0.67%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში კი ალტკოინის ფასის მაჩვენებელი 292 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამასთანავე, კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 5.82%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 327 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი 4.92%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი