კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
440

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების კურსი სტაბილურად გამოიყურებოდა.

ბიტკოინი

ბოლო 7 დღის მანძილზე ბიტკოინის ფასი 12.000 დოლარს ჩამოსცდა, მაგრამ 11.000 დოლარის დონე შეინარჩუნა. თუკი კრიპტოვალუტა კვლავ ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მომდევნო დონე 12.500 დოლარი იქნება. თუკი ბიტკოინმა 12.500 დოლარის ზღვარი დასძლია ფასი 13.973 დოლარამდე გაიზედება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი შემცირდა მოსალოდნელი დონე 9.727 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში დააკვრიდნენ ბიტკოინის კურსის მოძრაობას და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ბოლო დღეების განმავლობაში ეთერიუმის კურსი 270-დან 303 დოლარამდე მოძრაობდა. თუკი ალტკოინის ფასი დაიკლებს მოსალოდნელი დონე 225 დოლარია.

მეორე მხრივ, თუ ეთერიუმის ფასი 303 დოლარზე სტაბილურად შენარჩუნდება კურსის ზრდის დროს 320 დოლარი იქნება სამიზნე ფასი. ამის შემდეგ შესაძლოა, კრიპტოვალუტამ 366 დოლარამდეც მოიმატოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის მომატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლი

რიპლი 0.38 დოლარის მოპოვებას ცდილობს. თუკი კრიპტოვალუტა 0.35 დოლარის დონესაც ვერ შეინარჩუნებს მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასმა 0.27 დოლარამდე დაიწიოს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი გაიზრდება მომდევნო დონე 0.45 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ვაჭრობის დაწყებას არ რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი 111-სა და $ 140 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტა 111 დოლარის ზღვარს დასძლევს ეს კურსის აშკარა ზრდის ტენდენცია იქნება. თუმცა ექსპერტები იმასაც ფიქრობენ, რომ ფასი შეიძლება 66 დოლარამდეც კი დაეცეს.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არანაირ ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

ბიტკოინ Cash-ი

ალტკოინმა 360 დოლარის დონე უნდა შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი 200 დოლარზე მოუწევს ჩამოსვლა.

თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდოთ, ფასი 448 აშშ დოლარამდე აიწევს. ამ ზღვრის დაძლევის შემდეგ მოსალოდნელი დონე 515 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მოუწოდებენ, რომ მხოლოდ ფასის მომატების დროს განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი