17 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
603

ორშაბათს, 17 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა.

ბიტკოინის ფასი 9.300 დოლარის ნიშანს მიუახლოვდა. ბიტკოინის კურსის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 2.69%-ს შეადგენს. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 9.341 დოლარზე დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდა დაახლოებით 18%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 29.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი – 18 მილიარდს.

Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 273 დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 15%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 288 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი წინა კვირის მაჩვენებელზე დაახლოებით 15%-ით მეტია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი