16 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
534

კვირას, 16 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად გაიზარდა.

დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბიტკოინის კურსის მიერ 9.000 დოლარის ზღვრის დაძლევა იყო. 16 ივნისს ბიტკოინის ფასი 9.056 დოლარზე დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი 6%-ით გაიზარდა.

კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის ზრდის მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ამჟამად, ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 29 მილიარდი დოლარია. გაზრდილია რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელიც, რომელიც 17.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

16 ივნისს ბიტკოინის ზრდასთან ერთად გაიზარდა ეთერიუმის კურსიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება 3%-ით გაიზარდა. საბოლოოდ ეთერიუმის ფასმა 268 დოლარი შეადგინა.

კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის კურსის ზრდა 11%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 286 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი