კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
496

ამ კვირაში ციფრული ვალუტების ბაზარი მკვეთრად შემცირდა.

ბიტკოინი

ორი დღეა, რაც ბიტკოინის ფასი 7.413 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტა ფასის მომატებას შეძლებს სამიზნე ნიშნული 5.371 დოლარია.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის ფასი 9.053 დოლარამდე აიწევს. თუკი კრიპტოვალუტამ ეს ნიშნული დასძლია მომდევნო დონე უკვე 10.000 დოლარი იქნება.

ეთერიუმი

ამჟამად ეთერიუმის ფასი 225-სა და 242 დოლარს შორის მოძრაობს. თუკი ალტკოინის ფასი დაიკლებს მოსალოდნელია, რომ კურსი 167 დოლარამდე შემცირდეს.

თუმცა ეთერიუმის ფასის მომატების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 280 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს იქამდე არ ურჩევენ ვაჭრობას, სანამ ალტკოინი 225 დოლარის დონეს სტაბილურად არ შეინარჩუნებს.

რიპლი

რიპლის ფასი 0.45-სა და 0.62 დოლარს შორის მერყეობდა. ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსმა 0.36 დოლარამდე კლება განიცადოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ინვესტიციები.

ლაიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღეა ლაიტკოინის ფასი 121-სა და 127 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. კურსის მატების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 140 დოლარი იქნება.

თუმცა ექსპერტების პოზიტიური პროგნოზი არ გამართლდება თუ ფასმა 90 დოლარამდე დაიწია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის მომატების შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ბიტკოინი Cash-ი

კრიპტოვალუტა ცდილობს 400 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს. ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 395 დოლარია. ანალიტიკოსები ბიტკოინი Cash-ის ფასის მომატებას პროგნოზირებენ, მაგრამ კურსის კლების დროს მოსალოდნელია, რომ ალტკოინის ღირებულებამ 360 დოლარზე დაბლა დაიწიოს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი