14 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2281

სამშაბათს, 14 აგვისტოს ბიტკოინის ფასი ამ თვეში პირველად შემცირდა 6.000 დოლარამდე.

ბიტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 5%-ით შემცირდა. ბიტკოინის ფასი გუშინ, 6.100 დოლარამდე დაეცა, თუმცა გრკვეული პერიოდის განმავლობაში ფასი ამ ნიშნულზე უფრო დაბალიც იყო. ანალიტიკოსები იმასაც მოელოდნენ, რომ კრიპტოვალუტის კურსი 5.000 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი კვირის განმავლობაში 14%-ზე მეტით შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის შემთხვევაში მდგომარეობა უფრო მძიმეა. გუშინ, კრიპტოვალუტის კურსი 290-დან 270 დოლარს შორის მერყეობდა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა დაიწყო 286 დოლარზე, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაზე დაბალ ნიშნულს კი 254 დოლარი შეადგენდა. საბოლოოდ, ეთერიუმზე ვაჭრობა 278 დოლარზე დაიხურა.

ამასთანავე, კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 35%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 14 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 204 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი