24 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
602

პარასკევს, 24 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბიტკოინის ფასმა დასძლია 8.000 დოლარის ზღვარი. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 5%-ით გაიზარდა. საბოლოოდ კი ბიტკოინის კურსის ნიშნული 8.018 დოლარზე დაფიქსირდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 8.42%-ით იყო შემცირებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 251 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუმდა, აღსანიშნავია, რომ კვირის მანძილზე ალტკოინის ზრდა დაახლოებით 4.78% იყო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 249.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი 7.8%-ით აღემატება წინა კვირის მაჩვენებელს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი