8 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
649

ოთხშაბათს, 8 მაისს Binance-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ციფრული ვალუტის ბაზარი 9%-ით შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმაც დაიწია. კრიპტოვალუტის კურსი 5.882 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ გარკვეულ პერიოდში ბიტკოინმა 6.000 დოლარის ზღვარი გადალახა, თუმცა ამის შემდეგ 5.800 დოლარზე ჩამოვიდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინთან ერთად ეთერიუმის ფასიც შემცირდა. ალტკოინის ღირებულება 171 დოლარზე ჩამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასი ძალიან ახლოს იყო 180 დოლარის ნიშნულთან, თუმცა შემდეგ მოულოდნელად შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ალტკოინი სტაბილურობას ინარჩუნებს. ბოლო 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ზრდა 5.4%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 185.245 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი წინა დღესთან შედარებით დაახლოებით 3 მილიარდით ნაკლებია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი