კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
519

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა. დაფიქსირდა ფასების კლებაც, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

ბიტკოინი

ანალიტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ ბიტკოინის ფასი 5,600 დოლარამდე გაიზრდებოდა. თუმცა კრიპტოვალუტამ კლების ნიშნები აჩვენა. ფასმა 5,009 დოლარამდე დაიწია.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასმა 4.600 დოლარამდე დაიწიოს.

თუმცა ექსპერტების მოსაზრებით ბიტკოინს კვლავ შეუძლია ზრდის ტენდენციის ჩვენება. მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 5.600-სა და 5.900 დოლარს შორის იმოძრაოს.

ეთერიუმი

11 აპრილს ეთერიუმის ფასი 167 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსები ელიან, რომ ალტკოინის ფასი 187 დოლარამდე გაიზრდება. ამ ნიშნულის დაძლევის შემდეგ კი მოსალოდნელი დონე 251 დოლარი იქნება.

ფასის კლების შემთხვევაში ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 150 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

რიპლი

რიპლის ფასი 0.33 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსმა 0.38 დოლარი ფარგლებში იმოძრაოს. თუმცა, თუკი, კრიპტოვალუტის ფასი დაიწევს მოსალოდნელი დონე 0.28 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

10 აპრილს ლაიტკოინის ფასი 91 დოლარის ნიშნულს ასცდა. ამჟამად, კურსი შემცირებულია და ის 80 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

თუკი ლაიტკოინი კვლავ ზრდის ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელი დონე 159 დოლარია.

თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა მაშინ ლაიტკოინის ღირებულება 62 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასის მატებას დაელოდონ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 272-სა და 332 დოლარს შორის მოძრაობდა. ამჟამად, ფასი 283 დოლარზე ფიქსირდება.

ფასის ზრდის შემთხვევაში შესაძლოა კრიპტოვალუტამ 363 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

თუმცა, თუ ალტკოინის ფასის ზრდას ვერ შეძლებს მოსალოდნელი დონე 332 დოლარი იქნება. ამის შემდეგ, კლების ტენდენცია თუკი გაგრძელდა ფასი 255 დოლარზე აღმოჩნდება.

თუკი კრიპტოვალუტის ფასი 239 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდება მაშინ ანალიტიკოსები პოზიციების შენარჩუნებას რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი