კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1178

ამ კვირას ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.

ბიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუმცა კრიპტოვალუტამ მაინც ვერ მიაღწია 4.255 დოლარის ზღვარს.

თუკი მომდევნო რამდენიმე დღეში ბიტკოინის ფასი 4.255 დოლარს არ მიაღწევს მოსალოდნელია კურსის შემცირება. ბიტკოინს შესაძლოა, შეექმნას კრიზისული პერიოდი, რაც გამოიხატება ფასის კლებაში. ასეთ დროს ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფასი 3.355-სა და 3.236 დოლარს შორის იმოძრავებს.

თუმცა ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის ფასი 4.255 დოლარს მიაღწევს და მომდევნო ფასის ნიშნული 5.273 დოლარი იქნება.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასის ზრდის ნიშანი იქნება, როდესაც ალტკოინის კურსი 144 დოლარს მიაღწევს. ამ ნიშნულის დაძლევის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ფასი 163 დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი 167 დოლარზე მაღლა დაფიქსირდება მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის ფასი 251 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი არ გამართლდება თუ ფასი 102 დოლარამდე დაეცემა.

როგორც კი ეთერიუმის ფასი კლებას დაიწყებს ტრეიდერებმა ვაჭრობა 125 დოლარზე უნდა შეწყვიტონ.

რიპლი

ამ ეტაპზე რიპლი 0.31 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი დაიკლებს მოსალოდნელი დონე 0.28 დოლარია.

მეორე მხრივ, რიპლის აქვს კურსის ზრდის შესაძლებლობას. თუკი ალტკოინის ფასი გაიზრდება მომდევნო ფასის ნიშნული 0.33 დოლარი იქნება.

თუკი ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი გამართლდება და ალტკოინი ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მომდევნო ფასის ნიშნული 0.40 დოლარი იქნება.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი 60 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლაიტკოინს აქვს ფასის ზრდის რეალური შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე, თუკი ალტკოინის ფასი მოიმატებს სამიზნე ფასი 55 დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი კიდევ უფრო მოიმატებს მომდევნო ფასის ნიშნული 69 დოლარი იქნება.

ბიტკოინ Cash-ი

ამჟამად, ბიტკოინ Cash-ის ფასი 165 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

თუ ალტკოინის ფასი მკვეთრად გაიზრდება მოსალოდნელი დონე 175 დოლარი იქნება. ამ კურსზე დაფიქსირების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ფასი 220 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ფასის კლების შემთხვევაში ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 140 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი