4 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
468

ორშაბათს, 4 მარტს კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ციფრული ვალუტის ფასმა განიცადა კლება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.800 დოლარს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 3.760 დოლარის დონემდე ჩამოვიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი 2.4%-ით შემცირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 2.7%-ით შემცირდა. კურსის შემცირება 25 თებერვალს დაიწყო, როდესაც ფასი 3.850 დოლარამდე ჩამოვიდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაციის ნიშნული 24 საათის განმავლობაში 4.6%-ით შემცირდა. ალტკოინის ფასმა კი 127 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

ამასთანავე, ბოლო 7 დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 9%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 125 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი