7 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
544

ხუთშაბათს, 7 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირდა. კრიპტოვალუტების კურსის დანაკარგი კი არცთუ დიდია, მაგრამ კლების მაჩვენებელი აშკარად დაფიქსირდა.

ბიტკოინის კურსი დაახლოებით 0.46%-ით არის შემცირებული. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული 3.400 დოლარის ზღვარს ჩამოსცდა.

კურსის მატების დროს კრიპტოვალუტის ფასი 3.409 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

კვირის განმავლობაში კი მიმდინარე ფასი დაახლოებით 1.5%-ით ნაკლებია იმ კურსის მაჩვენებელზე, რომელზეც ბიტკოინმა ორშაბათს ვაჭრობა დაიწყო.

რაც შეეხება რიპლის: მსგავსად ბიტკოინის კურსისა, რიპლის ფასის ნიშნულიც შემცირებულია, ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის სავაჭრო ფასი დაახლოებით 0.29 დოლარი იყო.

კვირის განმავლობაში კი, მიმდინარე ფასი დაახლოებით 5%-ით ნაკლებია, ვიდრე ორშაბათს იყო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 111.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი