ანალიტიკოსები კვლავ ფასის კლების ტენდენციაზე ამახვილებენ ყურადღებას

0
488

გუშინ კრიპტოვალუტების კურსი ოდენავ გაუმჯობესდა, თუმცა არა ბიტკოინ Cash-ის. ალტკოინზე ვაჭრობა 159 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 160 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 149 დოლარი იყო. დღის ბოლოს ასევე 149 დოლარზე დაიხურა ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობაც.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუკი კრიპტოვალუტა ფასის კლების ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელია, რომ კურსი 100 დოლარამდე დაეცეს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ვაჭრობას არ რეკომედნირებენ.

რაც შეეხება მონეროს: 4 დეკემბერს მონეროზე ვაჭრობა 54 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 58 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის კურსის ყველაზე დაბალი პოზიცია კი 53 დოლარზე დაფიქსირდა. საღამოს მონეროზე ვაჭრობა 56 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასის შემცირებას გააგრძელებს მოსალოდნელი კურსი 40 დოლარი იქნება. ფასის ზრდის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ მონერომ 66-სა და 70 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კურსის ცვლილებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი