2 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
577

კვირას, 2 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

გუშინ, ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 2.53%-ით დაიკლო. კრიპტოვალუტის კურსი კვლავ 4.100 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა 4.139 დოლარზე დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღის საბოლოო მაჩვენებელი შაბათთან შედარებით უფრო ნაკლები იყო უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარის ქვემოთ არ ჩამოსულა.

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაცია კი, დაახლოებით 72 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება რიპლის: გუშინ რიპლის კურსიც შემცირდა. ალტკოინის ფასის შემცირების მაჩვენებელი კი დაახლოებით 1.97%-ს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.37 დოლარზე გაიხსნა და 0.36 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 133 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ შაბათს ბაზრის კაპიტალიზაცია 135 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი