კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირებულია, თუმცა ორი დღეა ფასები სტაბილურად არის შენარჩუნებული

0
369

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსმა სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად კლების ტენდენცია აჩვენა. 29 ოქტომბერს, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 440 დოლარზე გაიხსნა და 417 დოლარზე დაიხურა. კლების ტენდენცია ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ალტკოინი შესაძლოა, 300 დოლარის ზღვარს მიუახლოვდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ის კურსი 500 დოლარის ნიშნულისკენ სვლას არ დაიწყებს მოსალოდნელია, რომ ფასი ჯერ 408-ზე შემდეგ კი, 400 დოლარზე დაეცეს.

ასეთი კომბინაციის შემთხვევაში ექსპერტები ტრედერებს ურჩევენ ფასის ცვლილებას დააკვირდნენ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

ლაიტკოინის მაჩვენებლებიც ბოლო ორი დღეა თითქმის ერთნაირია. 30 ოქტომბერს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 49 დოლარზე დაიხურა. დღევანდელი მონაცემებითაც კი, ლაიტკოინი 49 დოლარის ნიშნულს ინარჩუნებს. აუცილებელია, რომ ალტკოინის კურსი არ ჩამოსცდეს ამ ზღვარს, რადგან მოსალოდნელია, რომ ფასის შემდეგი ნიშნული 40 დოლარი იყოს.

60 დოლარი ისევ რჩება ლაიტკოინისთვის სამიზნე ფასად. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინი ამ ნიშნულს მიაღწევს მოსალოდნელია, რომ 69 დოლარის ზღვარი დასძლიოს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ლაიტკოინზე ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი