29 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ორშაბათს, 29 ოქტომბერს თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კურსი შემცირდა. შემცირების დიაპაზონმა დაახლოებით 4-6% შეადგინა.

    გუშინ, ბიტკოინის ღირებულებამ 6.352 დოლარი შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსმა 2%-იანი შემცირება განიცადა.

    ამ თვის დასაწყისში, ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი არასტაბილურობით ხასიათდებოდა. კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 2.7%-ით შემცირდა, ხოლო თვის განმავლობაში ფასის კლების მაჩვენებელი 3.4%-ს შეადგენდა.

    რაც შეეხება ეთერიუმს, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 3%-იანი ზარალი განიცადა და ფასის მაჩვენებელი 198 დოლარზე დაფიქსირდა. გასული კვირის მანძილზე წამყვანი ალტკოინის კურსი ბიტკოინის მსგავსად მერყეობით ხასიათდება.

    ყოველთვიურ გრაფიკზე ეთერიუმის ფასი 14.8%-ით არის შემცირებული, ხოლო კვირის განმავლობაში ალტკოინის კურსის კლება 3.8%-ს შეადგენდა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 203.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *