ოჰაიოს შტატის ორი კომპანია გადასახადს კრიპტოვალუტით გადაიხდის

0
900

აშშ-ს ოჰაიოს შტატში ორი ბიზნეს კომპანია გადასახადებს კრიპტოვალუტაში გადაიხდის. ამის შესახებ შტატის წარმომადგენელმა რობერტ სპრეიგმა განაცხადა.

ოჰაიო ამერიკის პირველი შტატი გახდა, რომელმაც გადასახადების ციფრულ ვალუტაში გადახდა დაუშვა. ამის შესახებ კი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიიღეს.

მნიშვნელოვანი ფორუმის მიმდინარეობის დროს, რომელიც კრიპტოვალუტის მიმართ შტატის პოლიტიკას ეხებოდა სპრეგმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კომპანია გადაიხდის კრიპტოვალუტით გადასახადს. თუმცა მან არ დააკონკრეტა კრიპტოვალუტით რა რაოდენობის თანხა იქნება გადახდილი.

ამასთან, სპრეიგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჰაიოს შტატი კრიპტოვალუტას არ გაუთანაბრებს დოლარის შესაძლებლობას. მან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის სისტემა ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

“ჩვენ არასდროს მივიღებთ დოლარის გარდა სხვა ვალუტას. ეს პლატფორმა კი უბრალოდ საშუალებას იძლევა, რომ ციფრული ვალუტის ინდუსტრია ოჰაიოში უფრო განვითარდეს”,-აღნიშნა რობერტ სპრეიგმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ოჰაიოს შტატი ასევე აქტიურად მუშაობს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისთვის. როგორც Ohio Daily Newsletlet Cleveland-ი იტყობინება 2021 წლისთვის Blockchain-ისთვის მოზიდული სახსრები 300 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი