ევროპის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრი კრიპტოვალუტის რეგულირების მომხრეა

0
1734

ევროპის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა ივეს მერშმა განაცხადა, რომ ბანკმა კრიპტოვალუტასთან საქმიანი ურთიერთობები უნდა შეწყვიტოს.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

“როიტერის” ინფორმაციით, ივეს მერში კრიპტოვალუტის ბაზრის მაღალი მერყეობის გამო შეშფოთებულია. ის ხაზს უსვამს, რომ ციფრული ტოკენი ფულის ფუნქციას არ ასრულებს. მერში აღნიშნავს იმასაც, რომ კრიპტოვალუტის სფერო აუცილებალდ უნდა იყოს რეგულირებული.

მერშის თქმით, თუ კრიპტოვალუტა უნდა ყოფილიყო საბანკო სესხებითვის გამოყენებული მაშინ, ამასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მაღალი ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული.

როგორც “როიტერი” აღნიშნავს, ევროპული ბანკები ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ არის რეგულირებული. ევროპის ცენტრალური ბანკი კი, ამჟამად კრიპტოვალუტის სფეროსთან არანაირ ურთიერობას არ აწარმოებს.

ივეს მერში კრიპტოვალუტის სფეროსა და ტრადიციული საფინანსო სექტორისა ურთიერთკავშირის მწვავე კრიტიკოსია. მერშმა თებერვალში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არსებული ფინანსური სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

მიუხედავად მერშის კომენტარებისა, ევროპის ცენტრალური ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დენიელე ნუიმ CNBC-ს განუცხადა, რომ კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხში ევროპის ცენრალური ბანკის ჩართულობა ძალიან მცირე დოზით მოხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საინვესტიციო საბანკო გიგანტმა Goldman Sachs-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმას ქმნიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი