გერმანიის მეორე უმსხვილესი საფონდო ბირჟა კრიპტოვალუტის უფასო სავაჭრო აპლიკაციას ქმნის

    გერმანიის მეორე უმსხვილესმა საფონდო ბირჟამ, Stuttgart Börse-მა, რომლის სავაჭრო მოცულობის 100 მილიარდი დოლარია განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის უფასო სავაჭრო აპლიკაციას ქმნის.

    სმარტფონის აპლიკაცია Bison-ის გამოყენება 2018 წლის შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი. აპლიკაცია fintech სტარტაპ Sowa Labs-თან ერთად შემუშავდა.

    აპლიკაციით ოთხი კრიპტოვალუტით: ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინითა და რიპლითაც შესაძლებელი იქნება ვაჭრობა. ამასთანავე, ცნობილია, რომ ამ კრიპტოვალუტებს მომავალში სხვა ციფრული ვალუტებიც დაემატება.

    პლატფორმა ასევე აძლევს მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტს, “Cryptoradar-ს”, რომელიც აანალიზებს 250.000-ზე მეტ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ Twitter-ის პოსტს. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყოველდღიურ რეჟიმში მიიღოს სხვადასხვა ინფორმაცია თუ გაიგოს კრიპტო საზოგადოების განწყობა.

    აპლიკაციის პროტოტიპი გუშინ წარმოდგენილი იყო შტუტგარტის ფინანსურ და საინვესტიციო სავაჭრო ღონისძიებაზე, სადაც Sowa Labs-ის აღმასრულებელმა დირექტორიმა ული სპანკოვსკიმ განაცხადა, რომ Bison-ი არის მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტის აპლიკაცია, რომლის უკანაც ტრადიციული საფონდო ბირჟა დგას.

    Sowa Labs-ის აცხადებს, რომ ღონისძიებაში მონაწილე 1000-ზე მეტ ადამიანმა აღნიშნა, რომ ინვესტორების უმრავლესობას კრიპტოვალუტის ბაზარზე ადვილად ოპერირება სურს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *