Banco Santander-ი კრიპტობირჟას თანხას დაუბრუნებს

0
1454

სან-პაულოს სასამართლომ Banco Santander-ის მიმართ კრიპტოვალუტის ბირჟის Mercado Bitcoin-ის საჩივარი გააუქმა და დაადგინა, რომ ბანკმა კომპანიას თანხა უნდა დაუბრუნოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია CriptomoedasFacil-ი ავრცელებს.

მანამდე, ბანკმა ბირჟას ანაგრიშები დაუხურა და განაცხადა, რომ ბანკის საქმიანობა და პოლიტიკა შეუთავსებელი იყო ბირჟასთან. ამის შემდეგ ციფრული ვალუტის ბირჟამ Mercado Bitcoin-მა სამართლებრივი გზით დაიწყო მოქმედება.

განაჩენის თანახმად, საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი. ეს არის დაახლოებით 350.000 დოლარი, რომელიც ბანკმა ბირჟას უნდა დაუბრუნოს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში ფედერალური საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყდა, რომ Banco do Brasil-ი და Santander Brasil-ი კრიპტოვალუტის ბირჟას Bitcoin Max-ს ანგარიშებს გაუხსნიდნენ.

მოსამართლემ დაადგინა, რომ აღნიშნულმა ბანკებმა ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, თუ რის გამო შეიძლებოდა კრიპტობირჟისთვის ანგარიშის დახურვა.

სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულების შემთხვევაში, Santander Brasil-ს 5000 რეალის გადახდა მოუწევდა, რაც დაახლოებით 1.300 დოლარის ექვივალენტია, ხოლო Banco do Brasil-ს კი 20.000 რეალის ჯარიმა დაეკისრებოდა, რაც 5.400 დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი