აშშ-ში Coinbase-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შემცირებულია

    სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის, Coinbase-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვის მაჩვენებელი აშშ-ის ფინანსურ აპლიკაციებს შორის ყველაზე დაბალ დონეზეა.

    ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ მედია საშუალება Quartz-ი ავრცელებს.

    Quartz-ის ინფორმაციით, Coinbase- ის აპლიკაცია ივნისში ჩამოტვირთვების რეიტინგში 40-ე ადგილზე იყო.

    2017 წლის დეკემბერში Coinbase-ის აპლიკაცია აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური აპლიკაცია იყო. ეს მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი 19.000 დოლარს შეადგენდა.

    Coinbase- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არმსტრონგი Twitter-ზე წერს, რომ ბირჟაზე დაფიქსირებული მოკლევადიანი ფასები სულაც არ არის შეშფოთებული და ამტკიცებს, რომ კლების ტენდენციები პირიქით ეხმარება ბაზრის იმ მოთამაშეებს, რომლებიც ქვედა დონეზე არასამართლიანად აღმოჩნდნენ.

    როგორც Quartz-ი წერს, Coinbase-ი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც 1.6 მილიარდი დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *