მედია: ტრადიციულმა ბანკებმა კრიპტოვალუტის მომსახურეობა უნდა დანერგონ

0
746

სამ წელიწადში, ახალგაზრდა თაობის საბანკო მომხმარებლებს ტრადიციულ ბანკებთან საერთო აღარაფერი ექნებათ. ეს კი მოხდება მაშინ, თუ ტრადიციული ბანკების სისტემა კლიენტებს ციფრულ ვალუტაზე წვდომის სერვისს არ შესთავაზებს.

სან–ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-ი არის ერთ-ერთი პირველი კრიპტოვალუტის ბიზნესი შეერთებულ შტატებში, რომელიც ბანკი გახდა.

ამ დროისთვის ოფიციალურად ბანკად ყოფნა ნიშნავს, რომ Kraken-ს შეეძლება არსებული მომხმარებლებისთვის უფრო მეტი საბანკო და დაფინანსების ვარიანტები შესთავაზოს. ეს ასევე ნიშნავს, რომ Kraken Financial-ი აპირებს ფუნქციონირებას სხვადასხვა იურისდიქციაში.

Kraken-ი თანამშრომლობს Silvergate Bank–თან, რათა შესთავაზოს SWIFT და FedWire დაფინანსების ვარიანტები აშშ–ს მომხმარებლებს. ამგვარი პარტნიორული ურთიერთობები სულ უფრო და უფრო გახშირდება.

ამ ეტაპზე Silvergate Bank-ს 880 ციფრული აქტივების კომპანიებთან აქვს კავშირი. ამ კლიენტებმა ბანკში 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანეს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია რომ, Copbase-ისა და Gemini–ის კრიპტო ბირჟები ახლა JPMorgan–ის მომხმარებლები არიან.

დასავლური მედია წერს, რომ ახლოვდება ის დრო, როდესაც მომხმარებლები საბანკო სფეროსგან მოითხოვენ, რომ ბანკებს ჰქონდეთ სრულფასოვანი მომსახურეობა, როგორც ტრადიციული ისე ციფრული ვალუტის კუთხით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი