ფედერალური ბანკის პრეზიდენტი: კრიპტოვალუტა დოლარს საფრთხეს არ უქმნის

0
2188

აშშ-ს წმინდა ლუისის სახელობის ფედერალური ბანკის პრეზიდენტი ბიტკოინის შესახებ დადებით შეფასებას აკეთებს.

CNBC-სთან საუბრისას, ჯეიმს ბალარდმა კრიპტოვალუტის დადებით ასპექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ვაჭრობის ხარჯების შემცირებას.

მან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ისეთ ვაჭრობას უწყობს ხელს, რომელიც სხვაგვრად ვერ ხორციელდება. აქედან ზოგიერთი რამ უკანონოა, მაგრამ ზოგიერთი თავიდან გვაცილებს ხარჯებს.

შეკითხვაზე უქმნის თუ არა ბიტკოინი აშშ დოლარს საფრთხეს ბალარდმა უპასუხა:”მე არ მგონია ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა საფრთხეს უქმნის დოლარს. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მომავალი”.

“ჩემი აზრით, ბევრი სავალუტო კონკურენცია უკვე მიმდინარეობს”,- აღნიშნავს ბალარდი და იქვე დასძენს:

“დოლარი გამარჯვებულია ისტორიულად, რადგან იგი უდიდეს ეკონომიკასა და შედარებით სტაბილურ პოლიტიკას უჭერს მხარს დაბალი ინფლაციის პირობით”.

Blockchain-ის საკითხის შესახებ ბალარდი უფრო ღიად საუბრობს და ამბობს:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ Blockchain ტექნოლოგია ძალიან საინტერესოა. ჩვენ გვინდა გავიაზროთ, როგოორ შეიძლება გამოვიყენეოთ ეს შემოსავლებისთვის”.

მან ასევე პასუხი გასცა შეკითხვას, რომელი ასე ჟღერდა: “რომ არ იყოთ ფედერალური ბანკის პრეზიდენტი იფიქრებდით საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე?”

“მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს სრულიად შესაძლებელია”,- განაცხადა ჯეიმს ბალარდმა.

ჯეიმს ბალარდმა ისიც აღნიშნა, რომ Blockchain-ს გამოყენებაზეც ფიქრობს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმის არსებობას არ ადასტურებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი