ტიმ დრეიპერმა არგენტინის პრეზიდენტს ბიტკოინთან დაკავშირებით რჩევები მისცა

0
1098

ტექ.-ინვესტორმა ტიმ დრეიპერმა არგენტინის პრეზიდენტს ურჩია, რომ ბიტკოინს ლეგალური სტატუსი მიანიჭოს. დრეიპერი ფიქრობს, რომ ამით ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ამერიკელი ტექ.-ინვესტორი 20 მარტს არგენტინის პრეზიდენტს, მაურიციო მერსის შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ლათინური ამერიკის ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივების განხილვა.

შეხვედრისას ტიმ დრეიპერმა ისაუბრა განვითარებადი ტექნოლოგიების პოტენციალზე, როგორიცაა Blockchain-ი და კრიპტოვალუტა. ტექ.-ინვესტორი მიიჩნევს, რომ არგენტინის ეკონომიკის ძირითად პრობლემების ეს ტექნოლოგიები მოაგვარებს.

“ჩვენ ვსაუბრობთ ბიტკოინზე და პესოს დევალვაციაზე. პრეზიდენტს შევთავაზე ფსონი: თუ პესო უფრო მეტი ეღირებოდა ბიტკოინზე, მე გავაორმაგებდი ჩემს ინვესტიციას, მაგრამ თუ ბიტკოინმა უფრო მაღალი მაჩვენებელი მოიპოვა პესოზე მაშინ ბიტკოინის სტატუსი უნდა იყოს ეროვნული ვალუტის ტოლფასი”,-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ტიმ დრეიპერმა.

შეხვედრის შემდეგ დრეიპერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ ბიტკოინი და Blockchain-ი კიდევ უფრო დიდი რევოლუციაა, ვიდრე თავის დროზე ინტერნეტი იყო.

ტიმ დრეიპერის განცხადებით, ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ არგენტინამ ტექნოლოგია მიიღოს და საბანკო, კომერციულ და სხვა ფინანსურ სისტემებში დაინერგოს.

ინტერვიუში ტექ.-ინვესტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ. ტიმ დრეიპერის აზრით, 2022-2223 წლებში ბიტკოინის ფასი 250 მილიონ დოლარს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი