ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ თაღლითობის ფაქტი გამოავლინა

    ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) და-ძმას ჯონ და ჯოანიტა ბარკსდეიელებს ბრალი წაუყენა ფასიანი ქაღალდების ფედერალური კანონების დარღვევაში.

    საქმე ეხება Ormeus Coin-თან დაკავშირებულ თაღლითობას, სადაც 12000-მდე ინვესტორს მიადგა ზარალი.

    ბრალდების თანახმად, თაღლითური სქემით და-ძმამ 124 მილიონ დოლარზე მეტი მიითვისა.

    იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) ჯონი საზღვარგარეთ დააკავა და ბრალი წაუყენა საბანკო თაღლითობაში, ფასიანი ქაღალდების თაღლითობასა და შეთქმულებაში.

    და-ძმა ბარკსდეილები ამერიკის მოქალაქეები არიან. თუმცა Reuters-ის ცნობით, 41 წლის ჯონი ტაილანდში ცხოვრობდა, ხოლო 45 წლის ჯონატინა ჰონგ-კონგში იმყოფებოდა.

    SEC-ის საჩივარში ნათქვამია, რომ მათ Ormeus Coin-ის კრიპტოვალუტის მაინინგის აქტივების რაოდენობაზე, ღირებულებასა და სავარაუდო მომგებიანობაზე იცრუეს.

    დიდი თაღლითური სქემის ფონზე SEC-ი აცხადებს, რომ მეთვალყურეობას მსგავს საქმეებზე გაამკაცრებს.

    SEC-ი ასევე გააძლიერებს მონიტორინგს კრიპტო საქმიაობასთან დაკავშირებით, რათა კრიპტო ინდუსტრიის სხვა, პატიოსანმა წევრება მშვიდად შეძლონ საქმიაობის გაგრძელება.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *