კონგრესმა კრიპტოვალუტა და Blockchain-ი ეკონომიკურ ანგარიშში პირველად მოიხსენია

0
2467

აშშ-ს კონგრესმა ყოველწლიურ ეკონომიკურ ანგარიშში კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია პირველად ახსენა.

2018 წლის კონგრესის ეკონომიკური ანგარიში მომავალი წლის წინასწარ ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს. ანაგირშის ერთი თავი მთლიანად ამერიკის ეკონომიკაზე კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის გავლენას ეძღვნება.

“… თუ ციფრული ვალუტები მომავალში უფრო ნაკლებად ცვალებადი იქნება მათი მოხმარება უფრო გაადვილდება და მათ ადამიანები უფრო ხშირად გამოიყენებენ, როგორც სავაჭრო საშუალებას”,- ნათქვამია კონგრესის მოხსენებაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წლის დასაწყისში მიმოქცევაში მყოფი ყველა ბიტკოინის საერთო ღირებულება 15,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მაგრამ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა და საერთო ღირებულებამ 216 მილიარდ დოლარამდე მიაღწია. სხვა ციფრულ ვალუტების, როგორებიცაა: ეთერიუმის, რიპლისა და ლაიტკოინის პოპულარობაც და საერთო კაპიტალიზაციაც გაზრდილი იყო.

თუმცა, ანგარიშის თანახმად, ბევრ წამყვან ეკონომისტს, მათ შორის ყოფილ ფედერალურ რეზერვის თავმჯდომარეს ჯანეტ იელენის, ჯერჯერობით არ სჯერა კრიპტოვალუტზე მორგებული სტანდარტული განმარტების, რომელიც კრიპტოვალუტას, როგორც ფულს ისე განმარტავს. ჯანეტ იელენი ბიტკოინს სპეკულაციურ აქტივად მიიჩნევს.

დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, რადგან ავტორები სამთავრობო უწყებებს ყველა დონეზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ურჩევენ. კერძოდ, საუბარია Blockchain-ის პოტენციალზე, რომელსაც სააგენტოების სამუშაოს ეფექტურობის გაზრდა და კიბერშეტევებისგან სისტემის დაცვა შეუძლია.

“სამართალდამცავებმა, მარეგულირებლებმა და მეწარმეებმა ერთად მუშაობა უნდა გააგრძელონ იმისათვის, რომ დეველოპერებმა შეძლონ Blockchain ტექნოლოგიის სწრაფად ათვისება. ამერიკილები კი დაცულები იქნებიან თაღლითობისგან, ქურდობისა და ინფორმაციის ბოროტად გამოყენებისგან”,- აღნიშნულია კონგრესის მოხსენებაში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ Blockchain-ს კიბერ თავდასხმის დროს ჰაკერებისთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის ირგვლივ კვლავ დისკუსია მიმდინარეობს, ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამთავრობო უწყებებს Blockchain-ის რევოლუციური ტექნოლოგიის იგნორირება არ შეუძლიათ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნულია, ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: ჯანდაცვა, ფინანსები და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი