კატარის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის პროექტზე მუშაობს

0
463

კატარის ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და პლატფორმებს იკვლევს.

2,8 მილიონიანი კატარი აპირებს შეუერთდეს ქვეყნების მზარდ სპექტრს, რომლებიც ექსპერიმენტებს ახორციელებენ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) კონცეფციით. კატარის ცენტრალური ბანკი (QCB) ამჟამად თავისი ციფრული ვალუტის შექმნის ეტაპზეა.

სამშაბათს, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე “ინფლაციის ტესტის” სესიაზე, QCB-ის ხელმძღვანელმა შეიხ ბანდარ ბინ მუჰამედ ბინ საუდ ალ ტანიმ განაცხადა, რომ ბანკი თავისი CBDC-სთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მოსაძებნად მუშაობს. ახლა პროექტი ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

„ბევრი ცენტრალური ბანკი ახლა განიხილავს CBDC-ის გამოშვებას და ჩვენ ამაში გამონაკლისი არ ვართ. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ საწყისს ეტაპზე ვართ. ჩვენ ვაფასებთ CBDC-ის გამოშვების დადებით და უარყოფით მხარეებს და ვიპოვით სათანადო და სწორ ტექნოლოგიასა და პლატფორმას ჩვენი CBDC-ის გამოსაცემად”,- აღნიშნა ცენტრალური ბანკის დირექტორმა.

„ამჟამად კრიპტოვალუტა ინოვაციაა. შესაძლოა, სწრაფი, იაფი და უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების ახალ ეპოქაში გადაგვიყვანოს. თუმცა, ის ციფრული ვალუტები, რომლებიც არ არის მონეტარული ორგანოს მიერ აღიარებული, შესაძლოა ნაკლებად სანდო იყოს“, – იქვე დასძინა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ კატარის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შექმნით 2022 წლის მარტში დაინტერესდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი