ანალიტიკოსები: IOTA-ს ფასი შესაძლოა, 0.91 დოლარამდე გაიზარდოს

0
848

14 სექტემბრის მონაცემებით, კრიპტოვალუტების ბაზარი გაზრდილია.

ამ ეტაპზე, კარდანოს ღირებულება 0.07 დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კარდანოს კურსი 6.8%-ით არის გაზრდილი.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსმა ზრდა განაგრძო მოსალოდნელი ნიშნული 0.08 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კარდანოს ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება IOTA-ს: ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ღირებულება 0.6 დოლარს შეადგენს. ფასის ზრდის ტენდენციად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც IOTA-ს ფასი 0.91 დოლარს მიაღწევს.

ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კრიპტოვალუტის კურსი კვლავ შემცირდება მოსალოდნელი დონეა 0.40 დოლარი. ამ შემთხვევაში ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 0.46 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა და პოზიციები შეინარჩუნონ.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში IOTA-ს კურსმა 8.36%-ით მოიმატა. გუშინ, IOTA-ზე ვაჭრობა 0.54 დოლარზე გახსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. 13 სექტემბერს IOTA-ზე ვაჭრობა 0.57 დოლარზე დაიხურა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი