კანადის მონრეალის ბანკმა სადებეტო ბარათით კრიპტოვალუტის შეძენა აკრძალა

0
650

კანადის მონრეალის ბანკი კრიპტოვალუტის შესაძენად მომხმარებელს აღარ მისცემს საშუალებას სადებეტო ბარათი გამოიყენოს.

ბანკის პრეს-სპიკერმა CoinDesk-თან მიმოწერისას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. მაგრამ რა გახდა აკრძალვის მიზეზი მედიისთვის არ აუხსნია.

ელ-ფოსტაში, მონრეალის ბანკის პრეს-სპიკერმა განაცხადა:

“მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენს კლიენტებს აღარ ვრთავთ ნებას კრიპტოვალუტა საკრედიტო ან სადებეტო ბარათით შეიძინონ”.

გასულ კვირას ამერიკული სოციალური მედია გაერთიანების Reddit-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბანკის წარმომადგნელთან იმეილით მიწერისას შეიტყო. მომხმარებელმა ბანკის წარმომადგენლის მიერ მოწერილ წერილს ფოტო გადაუღო და Reddit-ზე ატვირთა.

ბანკი განმარტვადა:

“ეს გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის არასტაბილური ხასიათის გამო მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენ უკეთ უნდა დავიცვათ ჩვენი კლიენტები და ბანკი”.

შეგახსენებთ, რომ ბანკის გადაწყვეტილების თანახმად, ტრანზაქციები უშუალოდ დაბლოკილი იქნება მასტერქარდის პროდუქციისთვის, ხოლო კრიპტოვალუტის შეძენა დროებით დასაშვები იქნება კანადის ეროვნული სადებეტო ბარათით.

თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული სადებეტო ბარათით წარმოებული ტრანზაქციები გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად დაიბლოკება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი