კანადის ეროვნული ბანკი Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
496

კანადის ეროვნული ბანკი Blockchain ტექნოლოგიას ტრანზაქციების გასამარტივებლად გამოიყენებს.

ამის შესახებ ბანკის პრეს-რელიზშია ნათქვამი.

როგორც პრეს-რელიზიდან გახდა ცნობილი, ბანკი გეგმავს “ჭკვიანი კონტრაქტების” დანერგვასაც. ბანკის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა შეამცირებს რისკებს და გააუმჯობესებს ბანკის კლიენტებთან ურთიერთობას.

“ეს საპილოტე პროექტი ტექნოლოგიის დიდ შესაძლებლობებს ავლენს. ამის შედეგად გამარტივდება პროცესი კრედიტებისა და გარანტიების მოლოდინის, ხოლო ტრანზაქციები უფრო გამჭვირვალე და უსაფრთხო გახდება”, – განაცხადა პატრიცე როიმ, ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების ვიცე-პრეზიდენტმა.

“ეს საშუალებას იძლევა შევთავაზოთ მარტივი, სწრაფი და ეფექტური გამოცდილება ჩვენს კომერციულ კლიენტებს, რაც ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას”,-განაცხადა კანადის ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადების თანახმად, კანადის ცენტრალური ბანკის წარმომამდგენელი აღნიშნავდა, რომ დღესდღეობით საბანკო სისტემა უფრო ეფექტური იყო, ვიდრე Blockchain ტექნოლოგია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი