ონტარიოში მოსახლეობა გადასახადს კრიპტოვალუტით გადაიხდის

0
807

კანადის ერთ-ერთი დიდი ქალაქი, ონტარიო საპილოტე პროგრამას ამუშავებს, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს გადასახადები კრიპტოვალუტაში გადაიხადონ.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს კრიპტოვალუტით გადახდის პროვაიდერ Coinberry Pay-სთან. ეს საშუალებას მისცემს მაცხოვრებლებს გადაიხადონ გადასახადები ბიტკოინით.

ინიციატივას გაგრძელება შესაძლოა, მოჰყვეს სხვა ციფრულ ვალუტებში, მათ შორის ისეთ კრიპტოვალუტებში როგორიცაა ეთერიუმი, ლაიტკოინი, რიპლი და ბიტკოინ Cash-ი.

ზაფხულში გამოქვეყნდა კანადის ცენტრალური ბანკის კვლევის შედეგი. ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ კანადის მოქალაქეები ბიტკოინს ძირითადად საინვესტიციო მიზნებისთვის იყენებდნენ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კანადის ცენტრალური ბანკის მიერ კვლევა ჩატარებულია მოკლევადიან პერიოდში 2017 წლის 12 დეკემბრამდე.

გამოკითხულთა 58% ამბობდა, რომ ბიტკოინს მხოლოდ ინვესტიციისთვის იყენებდა, 12% კი ბიტკოინს იმიტომ იყენებდა, რომ მისი მეგობრების უმტესობა ფლობდა ბიტკოინს. ბიტკოინს კანადელების 7% ახალი ტექნილოგიების მიმართ ინტერესიდან გამომდინარე იყენებდა, ხოლო 6% ინტერნეტის სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში კანადის საკანონმდებლო ორგანის საფინანსო კომიტეტში მიმდინარეობდა კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი