ისრაელის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ გეგმავს

0
238

ისრაელის ცენტრალური ბანკის მიერ შექმნილი სასწავლო ჯგუფი ტოკენის გამოშვებას რეკომენდაციას არ უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკი აქვეყნებს.

სამუშაო ჯგუფი 2017 წლის ნოემბერში შეიქმნა და მისი მიზანი ციფრული ვალუტების შესწავლა იყო.

“ცენტრალური ბანკები მსოფლიო მასშტაბით ციფრული ვალუტის გაცემის შესახებ მსჯელობენ. ამასთანავე, მიდის საკითხის განხილვა საბანკო სისტემაში ლეჯერ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის გამოცემა არ არის რეკომენდირებული”,-ნათქვამია სამუშაო ჯგუფის დასკვნაში.

ბოლო დროინდელი მოვლენების მიხედვით, როგორც აღმოჩნდა ისრაელი მეტად არის კეთილგანწყობილი Blockchain ტექნოლოგიის მიმართ. როგორც მედია წერს, Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია უზრუნველყოს თაღლითობის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლა. ამასთანავე, ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის ნამდვილობის შემოწმებაზეც.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მთავრობა კრიპტოშეკელის გამოშვებას გეგმავდა.

მაისში კი ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი, რომელიც განსაკუთრებულად ციფრულ ვალუტებს ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი