ირლანდიაში დაფუძნებულ კრიპტო კომპანიებს ევროკავშირის მე-5 დირექტივის დაცვა მოუწევთ

0
597

ირლანდიის კრიპტო ბიზნესი პირველად მოექცა მარეგულირებლის ზედამხედველობის ქვეშ. ადგილობრივი ციფრული ვალუტის კომპანიები ახლა ანგარიშვალდებულნი არიან წარადგინონ რიგი საბუთები საქმიანობის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

ევროკავშირის მეხუთე, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო, დირექტივა ირლანდიის კანონმდებლობაში 23 აპრილს შევიდა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის ფულის გათეთრებისა და ტერორისტების დაფინანსების შესახებ, 2021 წლის კანონის დამატების სახელით.

კანონმდებლობა მოითხოვს კომპანიებისგან, რომლებიც ოპერირებენ კრიპტოვალუტებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუციების ონლაინ საფულეების პროვაიდერებთან, კონკრეტული ზომების მიღებას.

კანონის ძალაში შესვლისთანავე ისინი ვალებულნი იქნებიან დაიცვან ძირითადი ფინანსური კომპანიების იგივე მარეგულირებელი სტანდარტები, რასაც ევროკავშირის აღნიშნული კანონი ითვალისწინებს.

ირლანდიის კრიპტო სექტორს ევალება კლიენტების საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შესწავლა, ასევე მათი კრიპტოვალუტის წარმოშობისა და დანიშნულების აღრიცხვა. ასევე საეჭვო ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი