ირანის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხს განიხილავს

0
1156

ირანის საგადასახადო ორგანოს კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია სურს.

“ირანის ეროვნული საგადასახადო ადმინისტრაცია ცდილობს შექმნას ქვეყანაში მოქმედი კრიპტო სავაჭრო პლატფორმების დაბეგვრის სამართლებრივი ბაზა”,- ნათქვამია ქვეყნის საგადასახადო ორგანოს განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა დაუშვას მხოლოდ უფლებამოსილი ბირჟები ვალუტის გადასაცვლელად, რომლის რეგულირებისათვისაც საჭიროა სამართლებრივი სისტემის შექმნა.

ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის მოწოდებიდან ორი თვის შემდეგ კრიპტოვაჭრობის სამართლებრივი სისტემა მოქმედებისათვის მზადაა.

ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანო იუწყება, რომ საჭიროა სამართლებრივი სისტემის უფრო ფართო სპექტრის შემოღება ქვეყანაში, რაც უზურნველყოფს შავი ბაზრებისა და კრიპტოვალუტის არაკანონიერ საქმიანობაში გამოყენების შემცირებას.

შეგახსენებთ, რომ ირანში უკანონო მაინინგის არაერთი შემთხვევა არის დაფიქსირებული. ქვეყნის პოლიციამ ერთი თვის წინ 50-ზე მეტი ადგილი აღმოაჩინა, საიდანაც 7000-მდე უკანონო კრიპტომოპოვების დანადგარი ამოიღო.

ქვეყნის ელექტრო ქსელის ექსპერტთა შეფასებით, მაინერები, რომლებიც მუშაობენ სრული სიმძლავრით, შეადგენენ ირანში საშუალო დღიური ენერგიის მოხმარების დაახლოებით 4%-ს.

აღნიშნული რეიდების ციკლი ეხმიანება ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანმის მიერ მაისის ბოლოს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან კრიპტოვალუტის მაინინგის ფუნქციონირება სექტემბრამდე აკრძალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი