სიდჰარტ სოგანი: ინდოეთი კრიპტოვალუტის აკრძალვით 12.9 მილიარდ დოლარს დაკარგავს

0
2690

კრიპტოვალუტისა და Blockchain კვლევითი კომპანიის Crebaco Global Inc–ის აღმასრულებელი დირექტორი, სიდჰარტ სოგანი მიიჩნევს, რომ ინდოეთი დაკარგავს 12,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზარს, თუკი ქვეყანაში ციფრული ვალუტით ვაჭრობა აიკრძალება.

სიდჰარტ სოგანის კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინდოეთში კრიპტოვალუტიდან მიღებული მთლიანი სავარაუდო შემოსავლი 4.9 მილიარდი დოლარია.

გარდა ამისა, Crebaco Global Inc–ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ინდოეთი საბოლოოდ იძულებული იქნება აკრძალვის ნაცვლად კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სისტემა შემოიღოს.

“მათ მოუწევთ კრიპტო ინდუსტრიის დარეგულირება, რადგან თუ ეს არ მოხდება ფინანსურად ქვეყანა ძალიან ბევრს დაკარგავს. ინდოეთში კი 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს”,- განაცხადა სიდჰარტ სოგანიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა კრიპტოვალუტის აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნარმანა სიტარამანიმ კრიპტო ინდუსტრიას ხარვეზიანი და არასრულფასოვანი უწოდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის კანონპროექტზე, რომელიც ციფრული ვალუტის აკრძალვას ითვალისწინებს, მისი დეპარტამენტი მუშაობს. თუმცა ამ დრომდე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი