ინდოეთის საკანონმდებლო ორგანო კრიპტოვალუტის აკრძალვას განიხილავს

0
601

ინდოეთში კვლავ მიმდინარეობს ციფრული ვალუტის რეგულაციაზე მუშაობა. საკანონმდებლო ორგანოს წევრები მედიასთან საუბრის დროს აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობენ თავისუფლება 10 წლით შეიძლება აღეკვეთოს.

უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად განიხილება კრიპტოვალუტის აკრძალვა. ამასთანავე, აღნიშნული კანონი გავრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით ან ციფრული ვალუტით ფულის გადარიცხვით არის დაკავებული.

იმ შემთხვევაში თუ ინდოეთის საკანონმდებლო ორგანო ამ კანონს მიიღებს მაშინ 90 დღიანი ვადა მიეცემათ მოქალაქეებს, რათა სპეციუალურ უწყებასთან წარადგინონ თავიანთი კრიპტოვალუტები.

მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ კანონს არ დაემორჩილებიან მათ 10 წლიანი პატიმრობა დაემუქრებათ.

საინტერესოა, რომ ამ ახალი კანონპროექტის პარალელურად განიხილება ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის საკითხი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბანკმა ამ საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო.

ამის შესახებ კი ინდოეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა 2019 წლის დასაწყისში განაცხადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი