ინდოეთის პროვინციის პოლიცია მომხმარებლებს კრიპტო ინვესტიციების შესახებ აფრთხილებს

0
617

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პროვინციიის, Jammu and Kashmir-ის პოლიციამ გამოაქვეყნა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას კრიპტოვალუტაში ინვესტირების შესახებ აფრთხილებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Business Standard-ი აქვეყნებს.

პოლიციამ საზოგადოება ბიტკოინით ინვესტიციების მომატებული რისკის შესახებ გააფრთხილა და ინვესტორებს შეახსენა, რომ კრიპტოვალუტა ხელისუფლების მიერ არ არის სანქცირებული.

“ზოგადად საზოგადოება ინფორმირებული არ არის კრიპტოვალუტაში ინვესტიციების შესახებ. მაგალითად, ინვესტორები არ ფლობენ ისეთი ციფრული ვალუტის შესახებაც ინფორმაციას, როგორიც არის ბიტკოინი. ბიტკოინთან დაკავშირებით არსებობს რეალური რისკები”,- აღნიშნულია Business Standard-ის სტატიაში.

გენერალურმა ინსპექციამ ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარს აქვს გამოცდილება “მოულოდნელი კატასტროფების”. ასეთი შემთხვევებით კი განსაკუთრებით მომხმარებლები ზიანდებიან, რადგან ისინი კარგავენ ბევრ ფულს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ინდოეთის ხელისუფლება ბანკებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებას უკრძალავს. ეს დადგენილება კი ოფიციალურად ინდოეთის რესპუბლიკის სარეზერვო ბანკის მიერ გამოცემულ ბრძანებაშია აღნიშნული.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ციფრული ვალუტის კომპანიის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი