იაპონიის ბანკები საერთო Blockchain პლატფორმას ქმნიან

0
372

იაპონიის ხუთმა ბანკმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად თანამშრომლობა დაიწყო.

ბანკები საერთო პლატფორმას შექმნიან, რომლის მიზანიც ფინანსური ოპერაციების ეფექტური განხორციელებაა.

მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივლისში ტესტირება უნდა დაწყებულიყო და ერთი წლის განმავლობაში ბანკებს კონკრეტული შედეგი უნდა მიეღოთ.

ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, პლატფორმა მიზნად ისახავს IBM-ის გამოცდილების გაზიარებასაც.

უნდა აღინიშნოს, რომ IT გიგანტმა, კომპანია IBM-მა Blockchain სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

“ელექტრონული მიწოდების სერვისით, რომელიც მალე დაიწყებს ოპერირებას შესაძლებელია, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისა და კომპანიის მონაცემის მიღება, დამუშავება და მართვა”,-ნათქვამია ბანკების მიერ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ბანკების გაერთიანება Blockchain-ს კლიენტთა იდენტიფიკაციისათვის გამოიყენებდა.

როგორც ცნობილია, პლატფორმა განკუთვნილი იქნება კლიენტებისთვის, რათა შემცირდეს სარეგისტრაციო პროცესისთვის საჭირო დრო.

Blockchain-ის ახალი პლატფორმა გააუმჯობესებს ოპერაციების სიჩქარესა და თავიდან იქნება აცილებული თაღლითობას და ფულის გათეთრების შემთხვევები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი