G7-ის სამიტზე იაპონია ციფრული ვალუტის საკითხზე იმსჯელებს

0
865

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, იაპონია ციფრული იენის გამოშვებას გეგმავს.

როგორც ცნობილი გახდა, ქვეყნის საუკეთესო კანონმდებლები თავიანთ მთავრობას მოუწოდებენ, რომ ციფრული ვალუტის საკითხი G7 დღის წესრიგში დააყენონ.

”იაპონიამ უნდა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით. ამგვარი ძალისხმევის ფარგლებში, G7-ის სამიტის დროს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ ციფრული ვალუტის შესახებ”,- განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად ლიბერალური დემოკრატიული პარტიის წევრმა, აკირა ამარიმ.

წელს აშშ G7-ის შეხვედრებს უხელმძღვანელებს. აკირა ამარის შეშფოთების იწვევს ის ფაქტი, რომ ციფრული იუანის პერსპექტივა შეიძლება ცუდად აისახოს დოლარზე. ამან კი შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური და გეოპოლიტიკური ურთიერთობების გლობალურ ქსელს.

იაპონია ცდილობს სამომავლო პოლიტიკა ციფრულ ვალუტასთან და კრიპტო ბირჟებთან დაკავშირებით იყოს გამარტივებული. თუმცა ამასთანავე, პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად კეთდება განცხადება, რომ სექტორი უნდა იყოს უსაფრთხო, დარეგულირებული და გამჭვირვალე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი