იაპონიის თვითრეგულაციის ორგანომ ბირჟებისთვის ახალი წესები შეიმუშავა

0
1712

იაპონიის ციფრული ვალუტის ბირჟის ასოციაცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მომავალ კვირას ახალ ნებაყოფლობით წესებს გაავრცელებს.

27 ივნისისთვის დაწესებული სახელმძღვანელო მითითებების შესახებ მარეგულირებლის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია ვაჭრობის აკრძალვა და კრიპტოვალუტის ბირჟის თანამშრომლების დაჯარიმება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი “შეუსაბამო” ვაჭრობას განახორციელებენ.

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციის მიზნით, ნებაყოფლობითი რეგულირების წინადადება ასევე კრძალავს ანონიმურობაზე ორიენტირებულ კრიპტოვალუტებს, როგორიც არის მონერო და Zcash-ი.

იაპონური კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟიდან, Coincheck-დან 530 მილიონიანი დოლარის მოპარვის შემდეგ, თვითრეგულირების ორგანოს შექმნა გადაწყდა, რომელშიც გაერთიანებულია ორი კრიპტოკომპანია: იაპონიის Blockchain ასოციაცია და იაპონიის კრიპტოვალუტების ბიზნეს ასოციაცია.

ორგანიზაცია, რომელიც იაპონიის 16 ლიცენზირებული კრიპროვალუტის ბირჟისგან შედგება, ახდენს იაპონიაში კრიპტოვალუტის ბირჟების უსაფრთხოების შემოწმებას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იაპონიის თვითრეგულირების ორგანომ იაპონიის კრიპტოვალუტის ბიზნეს ასოციაციის ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიში 2017 წლის განმავლობაში 17 ძირითადი კრიპტოვალუტის ბირჟის საქმიანობას ასახავდა.

ანგარიშის თანახმად, 2014 წელს 22 მილიონი დოლარიდან ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა 2017 წლისთვის 97 მილიარდ დოლარამდე იყო გაზრდილი. გამოდის, რომ სამი წლის განმავლობაში ბიტკოინი 340.000 პროცენტით გაიზარდა.

საყურადღებოა, ის ფაქტიც, რომ გასულ წელს იაპონიაში, 3 მილიონზე მეტი ინვესტორი შიდა ბაზარზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი